saqarTvelos qedebi - zebeyuris qedi
ზებეყურისაშუალო სიმაღლის ქედი სამხრეთ ოსეთში, მდინარეების ლეხურისა და ქსნის წყალგამყოფი. გამოეყოფა ხარულის ქედს ცხრაწყაროს მწვერვალთან. უმაღლესი ადგილია ზებეყურის მწვერვალი (2118 მ). აგებულია ცარცული და პალეოგენური კირქვებით, მერგელებით, თიხაფიქლებით, თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. აღმოსავლეთი კალთა გრძელია და დამრეცი, დასავლეთი - მოკლე და ციცაბო. შემოსილია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყით, თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.